რატომ ესწრებოდა სამოქალაქო სექტორში გადასული ბიძინა ივანიშვილი პოლიტსაბჭოს სხდომას - ეს ის კითხვაა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ეკა ბესელიას თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან უკვირს.
„ეს კითხვა არ უნდა გაუჩნდეს ირაკლი ალასანიას. ალასანიამ თქვა, რომ ის არ მოსულა ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ. მე ძალიან გამიკვირდა, ასე მალე დაგვავიწყდა ჩვენ ბიძინა ივანიშვილის როლი, ადამიანის, რომელმაც გადამწყვეტი მნიშვნელობის ფუნქცია აიღო თავის თავზე 2012 წელს? დაგვავიწყდა მან რა როლი შეასრულა ქვეყნის გადარჩენის პროცესში?!"- განაცხადა ბესელიამ „რუსთავი 2"-ის ეთერში.
დღეს „თვისუფალმა დემოკრატებმა" პოლიტსაბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც სხდომაზე ბიძინა ივანიშვილი დახვდათ.