დამოუკიდებელ მაჟორიტართა ფრაქციის ხელმძღვანელი, კახა ოქრიაშვილი ცოტა ხნის წინ პარლამენტში უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს შეხვდა.
სავარაუდოდ, შეხვედრის მთავარი თემა დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობასთან თანამშრომლობაა.
საგანელიძემ და ოქრიაშვილმა შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგანელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" უმრავლესობიდან გასვლის მიუხედავად, უმრავლესობას დაშლის არავითარი საფრთხე არ დაემუქრება.