კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მაია ფანჯიკიძისა და ალექსანდრე პეტრიაშვილის სავარაუდო შემცვლელებთან დაკავშირებულ საკითხზეც იმსჯელეს.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ხუთი კანდიდატურა განიხილება. ასევე, რამდენიმე სავარაუდო კანდიდატურა დასახელდა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე.
თუმცა, არც ერთ მათგანთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ამ დრომდე შეჯერებული პოზიცია არ არსებობს და გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ შეცვლის ფანჯიკიძეს და პეტრიაშვილს, მიღებული არ არის.