თავდაცვის მინისტრობიდან დათხოვნილი ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროში მის შემცვლელს, მინდია ჯანელიძეს შეხვდა.
ტელეკომპანია "მაესტროს" ინფორმაციით, ირაკლი ალასანია მინდია ჯანელიძეს უწყებაში, პირველ სართულზე შეეგება და შემდეგ შეხვედრა სავარაუდოდ, ირაკლი ალასანიას ყოფილ კაბინეტში, დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.
ირაკლი ალასანიამ და მინდია ჯანელიძემ თავდაცვის სამინისტროს შენობა უკვე დატოვეს.
მინდია ჯანელიძე თავდაცვის მინისტრად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღის პირველ ნახევარში, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა.