ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობისა და დიპკორპუსის წევრებს შეხვდება

ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობისა და დიპკორპუსის წევრებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ, მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრებს შეხვდება. პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა 10:00 საათზეა ჩანიშნული.

ხვალვე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გეგმავს შეხვედრას. დიპლომატებთან შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში 15:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრის თემა, სავარაუდოდ, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები იქნება.