სოფლის მეურნეობის მინისტრმა პრემიერ-მინისტრის ანგარიში შეაფასა და სამინისტროში არსებულ სიახლეებზე ისაუბრა.
"დღეს პრემიერმა საზოგადოებას ანგარიში პირადად ჩააბარა და ეს ძალიან კარგი პროცესია. ხაზს გავუსვამდი წლევანდელ რთველს, რომელიც ძალიან წარმატებულია, ასევე მნიშვნელოვანია ის სიახლეები და ახალი პროექტები, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხორციელდება, მათ შორისაა აგროდაზღვევის პროექტი, რომელშიც უკვე 6 ათასი ბენეფიციარი მონაწილეობს, ასევე კოოპერატივების განვითარება და მათი ხელშეწყობის პროგრამები. ასევე ვიტყოდი, რომ ატმის ჩაბარების პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიარა და ადგილობრივი მოხმარების გაზრდის ფონზე, 5 ათას ტონამდე ატამი იყო ექსპორტირებული. ანალოგიური მიდგომის გაგრძელებას ციტრუსთან მიმართებაშიც ვგეგმავთ, რათა მოსავალი დაბინავდეს და საქართველოში, თითოეული გლეხი დაკმაყოფილებული იყოს, მიიღოს ის სიკეთე, რასაც მოელის" - განაცხადა დანელიამ.