რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი მისი უწყების ორწლიან მუშაობას აფასებს.
"დაახლოებით 600 კილომეტრამდე გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. 100-მდე ხიდი აშენდა და რეაბილიტირებულია. ასევე 50-ზე მეტი მუნიციპალიტეტია წყალმომარაგების სიტემებით აღჭურვილი და ახლა ამ სამუშაოების დასრულება მიმდინარეობს. ევროსტანდარტების შესაბამისად დაახლოებით 20 ნაგავსაყრელი მოწესრიგდა, როდესაც აქამდე მათი მოწესრიგება საერთოდ არ ხდებოდა. აშენდა რამდენიმე კორპუსი იძულებით გადაადგილებულ პირათათვის და საცხოვრებელ სახლებში 2 ათასი ადამიანი შესახლდა" - განაცხადა შავლიაშვილმა.