დავით სერგეენკო: ის, რაც 2 წლის განმავლობაში გაკეთდა, დაუღალავი შრომის ნაყოფია

დავით სერგეენკო: ის, რაც 2 წლის განმავლობაში გაკეთდა, დაუღალავი შრომის ნაყოფია

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამუშაო არ დასრულებულა და ის პროგრესი, რაც მიღწეულია, აუცილებლად გაგრძელდება.

„პრემიერმა ისაუბრა იმ 2 წლის მიღწევების შესახებ, რისი განხორციელებაც შეძლო საქართველოს მთავრობამ. შემიძლია ვთქვა, რომ იმ გამოწვევებისა და იმ რეალური პარიტეტის ფონზე, რაც იყო 2 წლის წინ, არა თუ მარტივი არ იყო, არამედ, დიდი მობილიზაცია და დაუღალავი შრომა სჭირდებოდა იმას, რომ თუნდაც ის მოკრძალებული მიღწევები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს, რეალიზებული ყოფილიყო“, - განაცხადა სერგეენკომ და დასძინა, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების შესაფასებელია და ამაზე ხალხმა უნდა იმსჯელოს.

„მე გამიჭირდება საკუთარი სამინისტროს მიღწევების ჩამოთვლა, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს იყო დაუღალავი შრომის ნაყოფი. პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი სამუშაო არ დასრულებულა და ის პროგრესი, რისი მიღწევაც შევძელით, აუცილებლად გაგრძელდება. დამერწმუნებთ, რომ მომავალ წელს ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თუნდაც ახალი პროექტები შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას“, - აღნიშნა მინისტრმა.