საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, შედეგები, რომელიც ხელისუფლებაში მყოფი გუნდის ერთობლივი მოქმედებების შედეგია, მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავია.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ორწლიანი ყოფნის შეფასებისას ჩიქოვანმა რამდენიმე თემა გამოყო და ძირითადად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა.
"გამოვყოფდი რამდენიმე ციფრს, რომელიც ჩემთვისაც ძალიან შთამბეჭდავი იყო. საქართველოში როგორც მინიმუმ 46 ათასი ახალი აქტიური ბიზნეს სუბიექტი არსებობს, რომელიც როგორც მინიმუმ ერთ დასაქმებულს ნიშნავს. საქართველომ გაიუმჯობესა საკუთარი რეიტინგები, ყველა საერთაშორისო სარეიტინგო სისტემაში და ვთვლი, რომ საქართველო ძალიან მდგრადად და მკაფიოდ აგრძელებს ეკონომიკური განვითარების გზას, რაც საბოლოო ჯამში თითოეული ჩვენი მოსახლის ცხოვრებაზე აისახება" - განაცხადა ჩიქოვანმა.