"ეს არის მთავრობა, რომელიც მომავალსა და განვითარებაზეა ორიენტირებული“

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, პრემიერის დღევანდელი გამოსვლა მთავრობის საქმიანობის მოკლე მონახაზი, პოზიტიურ შეფასებას ნამდვილად საჭიროებს

„ზოგადად, ყველა სფერო იყო წარმოდგენილი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იყო ის, რაც გაკეთდა, იმიტომ, რომ ის ძირითადი მესიჯები და ძირითადი კომპონენტები, რომელიც წინ წამოიწია, ეს არ არის სულ ყველაფერი, რაც გაკეთდა და ამის უკან პირველი, რომ დგას, ძალიან დიდი შრომა გაწეული 2 წლის მანძილზე. არის კიდევ ბევრი სიღრმისეული რამ, რაც შესრულდა. ამიტომ არის აუცილებელი, რომ თქვენც და ჩვენც ვიმუშაოთ იმაზე, რომ საზოგადოებას ეს ინფორმაცია მივაწოდოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხარვეზებზე არ უნდა ვისაუბროთ. უბრალოდ საზოგადოების ინფორმირებულობა იმის შესახებ, რომ რა კეთდება მათთვის, მათ სასიკეთოდ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე ძალიან მე პირადად რაც მომეწონა - ასეთი გამოსვლა, რომ მომესმინა, როგორც რიგით მოქალაქეს, ვიტყოდი, რომ მთავრობა არის განვითარებაზე  ორინეტირებული. ეს არის მთავრობა, რომელიც არ იყურება უკან და ნამდვილად დღეს კიდევ ერთხელ დავინახე და დავრწმუნდი, რომ მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი გამოსვლა და მთავრობის საქმიანობის მოკლე მონახაზი, პოზიტიურ შეფასებას ნამდვილად საჭიროებს“, - განაცხადა სანიკიძემ.