საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ჟურნალისტებს მოუწოდებს დასაქმებულ ნათესავებთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ ვრცელდება ინფორმაცია კალაძის ცოლის დეიდაშვილის საბურთალოს გამგებლის მოადგილედ დანიშვნის თაობაზე, ვიცე-პრემიერმა უპასუხა, რომ ამის შესახებ არ იცის და იგი ცოლის მხრიდან ბევრ ნათესავს არ იცნობს.
"არ ვიცი, ვერ გეტყვით. აბა, იქნებ იმუშაოთ და მომაწოდოთ უფრო დეტალური ინფორმაციები ჩემს ნათესავებთან დაკავშირებით, რადგან ცოლის მხრიდან ჩემს ნათესავებს ბევრს არ ვიცნობ. თქვენ გექნებათ ახლა საშუალება, რომ იმუშაოთ და მომაწოდოთ მეტი ინფორმაცია ვინ არის დასაქმებული ჩემი პირადი ნათესავი იქნება თუ მეუღლის ნათესავები. მე აუცილებლად ბოლომდე ჩავწვდები ამ თემას", - აღნიშნა კახა კალაძემ.