დეპუტატებმა მარტოხელა მშობლის სამართლებრივი დეფინიციის განსაზღვრას მხარი დაუჭირეს

დეპუტატებმა მარტოხელა მშობლის სამართლებრივი დეფინიციის განსაზღვრას მხარი დაუჭირეს

მარტოხელა მშობლის სამართლებრივი დეფინიციის განსაზღვრას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით , ამ მიმართულებით პარლამენტში ინიცირებული პროექტი სერიოზული პრობლემის გადაჭრის სამართლებრივი რეგულაციაა.

ცვლილებები "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში" ხორციელდება, რომელსაც ახალი მუხლი ემატება.

კანონპროექტის თანახმად, მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, რომლის დაბადების სააქტო ჩანაწერშიც არ არის შეტანილი ინფორმაცია მამის შესახებ. აგრეთვე ის პირი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე აყვანილი შვილი და ბავშვის შვილად აყვანის მომენტში რეგისტრირებულ ქორწინებაში არ არის. მარტოხელა მამას კი მიეკუთვნება ის პირი, რომელსაც შვილად აყვანილი ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი და შვილად აყვანის მომენტში მამა ქორწინებაში არ არის რეგისტრირებული.

კანონპროექტი პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის მიერ არის ინიცირებული.