მიუხედავად ბინძური კამპანიისა, უკრაინაში არჩევნები შედგა

მიუხედავად ბინძური კამპანიისა, უკრაინაში არჩევნები შედგა

მიუხედავად საკმაოდ მკაცრი და ბინძური კამპანიისა, უკრაინაში არჩევნები შედგა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა "ინტერფაქსს" განუცხადა.

"ჯერჯერობით, ჩვენ ველით არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და მანამდე საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ვიღებთ. თუმცა, უკვე ცხადია, რომ მიუხედავად საკმაოდ მკაცრი და ბინძური კამპანიისა, არჩევნები შედგა", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მისივე თქმით, უკრაინის ახალ უმაღლეს რადაში აუცილებელი იქნება დიალოგის წარმართვა და პირდაპირი კონტაქტები რეგიონების წარმომადგენლებთან.

როგორც რუსეთის სახელმწიფო დუმაში მანამდე განაცხადეს, მოსკოვი პატივს სცემს მათ, ვინც მონაწილეობა მიიღეს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში და სურთ თანამშრომლობა იმ დეპუტატებთან, რომლებიც განწყობილი არიან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე.