"სოლიდარობის ფონდმა უკვე ონკოლოგიური დაავადების მქონე 25 ბავშვის მკურნალობა დააფინანსა"

პრემიერ-მინისტრმა 2-წლიანი ანგარიშის პრეზეტნაციაზე სოლიდარობის ფონზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც ამ საქმეში წვლილი შეაქვს.

"მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე. ჩვენ შევქმენით სოლიდარობის ფონდი, რომელიც ეხმარება მძიმე ავადმყოფებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც გადაუდებელი ძვირადღირებული მკურნალობისთვის საჭირო სახსრები არა აქვთ. 2 თვის განმავლობაში ფონდში მობილიზებულია მილიონ ლარამდე თანხა. უკვე დაფინანსდა ონკოლოგიური დაავადების მქონე 25 ბავშვის მკურნალობა.

მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ინიციატივა ამ ფონდის შექმნასთან დაკავშირებით წარმატებით განხორციელდა. ჩემს იდეას გვერდში დაუდგნენ საჯარო სამსახურში და კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები და მინდა ამისათვის მადლობა ვუთხრა ყველას, ვისაც საკუთარი წვლილი შეაქვს ამ ფასდაუდებელ საქმეში, რადგან მარტო სახელმწიფო ასეთი პრობლემის გადაჭრაში ჯერ კიდევ უძლურია.

მთავარ სიკეთესთან ერთად, ეს არის სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ანუ ის, რაც ჩვენ გვინდა, რომ ხალხი გახდეს სოლიდარული ერთმანეთის მიმართ, რომლის გარეშეც არ არსებობს ცივილიზებული სახელმწიფო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.