ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხი იმით იზომება, როგორ ექცევიან პატიმრებს

ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხი იმით იზომება, როგორ ექცევიან პატიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ცვლილებები, რომლებიც ამ ორი წლის განმავლობაში განხორციელდა , ყველაზე მეტად იგრძნობა სასჯელაღსრულების სისტემაში, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, სადაც საზოგადოებას 2-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

"ის, რაც ჩვენ დაგვხვდა და რაც ხდებოდა საპატიმროებში, ადამიანურობის ყოველგვარ ფარგლებს სცილდებოდა. ეს აღარასოდეს განმეორდება.

პატიმრობა არ ნიშნავს სასიკვდილო განაჩენს. ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხი იმით იზომება, რა მდგომარეობაა საპატიმროებში და როგორ ექცევიან პატიმრებს. სწორედ ეს მიდგომა არის ჩვენთვის პრიორიტეტული, ამიტომაც გავაუმჯობესეთ სასჯელის მოხდის პირობები - დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა.

მუშაობს სპეციალური პროგრამა C ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების მკურნალობისათვის. მნიშვნელოვანი მკურნალობა უტარდებათ ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებსაც და მათი რიცხვიც საგრძნობლად შემცირდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.