უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ არსენ იაცენიუკის პარტია ლიდერობს

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ არსენ იაცენიუკის პარტია ლიდერობს

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების 35,17%. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის ლიდერობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, არსენ იაცენიუკის "სახალხო ფრონტი", რომელსაც ხმების 21,60% აქვს, მას მცირედით ჩამორჩება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკი - 21,50%.

გაერთიანება "სამოპომიჩი" - 10,90%, ოპოზიციური ბლოკი - 9,77%, "რადიკალური პარტია" - 7,47%, "ბატკივშჩინა" (იულია ტიმოშენკოს პარტია) - 5,77%, "სვობოდა" - 4,64%, "კომუნისტური პარტია" - 3,91, სამოქალაქო პოზიცია - 3,16%, "ძლიერი უკრაინა" - 3,10%, "ზასტუპი" - 2,96%, "მემარჯვენე სექტორი" - 1,84% .

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 52,42% შეადგინა, რაც უკრაინის არჩევნების ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

უკრაინაში ჩატარებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია 10 ნოემბერს გამოაცხადებს.

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.