"რა თქმა უნდა, სააკაშვილს დავურღვიეთ კომფორტი და კიდევ უფრო მეტად დავურღვევთ"

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველობის ორი წლის შეჯამებისას განაცხადა, ხელისუფლებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჰქონდეს თანხვედრა ხალხთან და ჰქონდეს თანხვედრა გუნდში.

"ჩვენი მოქალაქეები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ მათ უკან სახელმწიფო დგას. დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა. ჩვენ თავიდანვე გვქონდა გაკეთებული არჩევანი და ერთი წუთით არ გვიყოყმანია, არ დაგვისვამს კითხვა: მრავალმილიონიანი სასახლე თუ ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე. მე შეგახსენებთ, სააკაშვილმა 600 მილიონი დახარჯა საკუთარი სასახლის მოსაწყობად. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ადამიანს დავურღვიეთ კომფორტი და კიდევ უფრო მეტად დავურღვევთ, მაგრამ მეტ კომფორტს მოვუწყობთ მოქალაქეებს. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა ღირებულებებია. ჩვენი ხელისუფლებისთვის კი უაღრესად მნიშვნელოვანია, გვქონდეს თანხვედრა ხალხთან, გვქონდეს ეს თანხვედრა თავად ხელისუფლებაში, რადგან ჩვენ ამ შეთანხმებით უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.