ქალაქ მერისვილის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი კიდევ ერთი მოსწავლე გარდაიცვალა

ქალაქ მერისვილის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი კიდევ ერთი მოსწავლე გარდაიცვალა

ვაშინგტონის შტატის ქალაქ მერისვილის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი კიდევ ერთ-ერთი მოსწავლე გარდაიცვალა.

CNN-ის ინფორმაციით, 14 წლის ჯია სორიანო სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად თავში დაიჭრა და უმძიმეს მდგომარეობაში საავამდყოფოში იმყოფებოდა.

ქალაქ მერისვილში შეიარაღებული თავდამსხმელი, ამავე სკოლის მოსწავლე გასულ კვირას შეიჭრა. სროლის შედეგად სკოლის ერთი მოსწავლე ადგილზე გარდაიცვალა, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა.