მთავრობა თვლის, რომ ქვეყნის მეტი პოპულარიზაციისთვის ლობისტური კომპანიების დახმარებაა საჭირო

მთავრობა თვლის, რომ ქვეყნის მეტი პოპულარიზაციისთვის ლობისტური კომპანიების დახმარებაა საჭირო

როგორც ჩანს, მთავრობა თვლის, რომ ქვეყნის საერთაშორისო ასპარაზზე მეტი პოპულარიზაციის და დამკვიდრებისთვის ლობისტური კომპანიების დახმარება საჭიროა , - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებას, რომლის მიხედვით, წელიწადსა და 9 თვეში მთავრობამ ერთ-ერთ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა.

კობახიძის თქმით, თავადPპარლამენტს ასეთი ტიპის ხელშეკრულება დადებული არავისთან არა აქვს.

"ის, რაც კანონის ფარგლებში დასაშვებია და აკრძალული არ არის და, შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში მოწესრიგდეს, რა თქმა უნდა, ეს მისაღებია. მეორე საკითხია, რა რაოდენობის თანხებია გადახდილი და რამდენად საჭიროა. როგორც ჩანს, მთავრობა თვლის, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში, საერთაშორისო ასპარაზზე მეტი პოპულარიზაციისა და დამკვიდრებისთვის ასეთი კომპანიების დახმარება საჭიროა", - აცხადებს მანანა კობახიძე.