აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მუშაობის 2-წლიან ანგარიშს გამოეხმაურა, რომელსაც პრემიერი წარადგენს.
„მე ველოდები პრემიერის გამოსვლას. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. ჩვენ ამ პერიოდს აღვიქვამთ არა მხოლოდ 2 წლის პრიზმაში, არამედ 20 წლის ფარგლებში, რაც საქართველოსთვან გვაქვს ურთიერთობა, რაც საქართველო დამოუკიდებელია. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანა აუმჯობესებდა ეკონომიკას, დემოკრატიას და ინფრასტრუქტურას. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გავაღრმავებთ ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობას და ჩვენ დამეხმარებით ქვეყანას, უფრო მჭიდრო კავშირები ჰქონდეს და დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ სივრცეს და ოჯახს“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.