ბრაზილიის პრეზიდენტად დილმა რუსეფი მეორე ვადით აირჩიეს. "ბიბისის" ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დილმა რუსეფმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 51% მიიღო.
ოფიციალური მონაცემებით, ბრაზილიის პრეზიდენტის მეტოქეს, მემარჯვენე ცენტრისტს აესიუ ნევესს არჩევნებში მონაწილეთა 48%-მა დაუჭირა მხარი.
"მინდა იმაზე უკეთესი პრეზიდენტი ვიყო, ვიდრე აქამდე ვიყავი", - აღნიშნა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დილმა რუსეფმა.
დილმა რუსეფი ბრაზილიის პრეზიდენტად პირველად 2010 წელს აირჩიეს. ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას შორის მხარდაჭერა მან სოციალური პროგრამების გატარებით მოიპოვა.