გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევიდან ერთი წელი შესრულდა

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევიდან ერთი წელი შესრულდა

გიორგი მარგველაშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევიდან დღეს ერთი წელი შესრულდა. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. მანამდე ვიცე პრემიერისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს იკავებდა.

უპარტიო გიორგი მარგველაშვილი კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანიდადატად 2013 წლის მაისში დაასახელა.

საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს არჩვენებში მონაწილეთა 62,18%-მა მისცა ხმა.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაცია 2013 წლის 17 ნოემბერს გაიმართა. ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუციური მოდელი. ამ ცვლილებებით შეიცვალა სახელმწიფო მმართველობის ფორმა; შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. იგი აღარ არის მთავრობის მეთაური და მთავრობის ფორმირებაში ფორმალურად მონაწილეობს. ახალი კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილებები გაიზარდა.