პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დაესწრებიან

პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დაესწრებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენას სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

უფრო კონკრეტულად სასტუმრო "რედისონში" დაგეგმილ ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან ექიმები, მასწავლებლები, მეწარმეები, ჯარისკაცები, პოლიციელები, სპორტსმენები, სტუდენტები. პრემიერის ანგარიშს ასევე მოისმენენ აფხაზი და ოსი მოქალაქეები. ღონისძიებას დაესწრებიან მთავრობის წევრები.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 12:00 საათზე, საზოგადოებას 2-წლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს და ისაუბრებს იმ პროექტებზე, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა. პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება.