ცივი და ნალექიანი ამინდი აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე თბილისში ხვალაც შენარჩუნდება. როგოც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში და სურამი-გორის მონაკვეთზე ხვალ კვლავ ძლიერი ქარი იქროლებს, რომლის სიჩქარე წამში 28 მეტრი იქნება.
დასავლეთ საქართველოში ხვალ კვლავ თბილი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის საშუალო ტემპერატურაღამით 9-14; დღისით - 20-25 გრადუსი, მთაში ღამით 3-8 გრადუსი, ხოლო დღისით 15-20 გრადუსი; მაღალ მთაში - ყინვა დაფიქსირდება -2 გრადუსი; დღისით კი, 12-17 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის შესაძლოა თბილისში, მცირე წიმა და ნისლია მოსალოდნელი. ამაღამ მთაში ითოვებს. ბარში ღამით ტემპერატურა 1-6 გრადუსი; დღისით - 7-12 გრადუსი იქნება. მთაში ღამით მოსალოდნელია ყინვა, მაღალმთაში -7;-2 გრადუსი; დღისით +3;+8 გრადუსი.
თბილისში ღამით ჰაერის საშუალო ტემპერატურა +5 იქნება, დღისით +11. თვის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოში მცირედით დათბება და ტემპერატურა 14-16 გრადუსის ფარგლებში იქნება. დასავლეთ საქართველოში კი ჰაერის საშუალო ტემპერატურა 20-25 გრადუსი იქნება.