ესპანეთში ქართველების კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს

ესპანეთში ქართველების კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს

ესპანეთის ქალაქ ლა კორუნიაში ადგილობრივმა ნაციონალურმა პოლიციამ ქართველებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს. 
lavozdegalicia-ის ცნობით, 7-კაციანი ჯგუფი, რომელიც ექვსი ქართველისგან და ერთი ესპანელისგან შედგებოდა, სახლების ძარცვით იყო დაკავებული. 

ნაციონალური პოლიციის განცხადებით, 4 თვის განმავლობაში მძარცველებმა 102 ბინა გაქურდეს, საიდანაც ძვირფასეულობა, ფული და ელექტროსაქონელი გაჰქონდათ. 

ესპანური მედიის ცნობით, პოლიციამ ასევე აღმოაჩინა სამი ადგილი, მათ შორის ორი ბარსელონაში, ერთი კი ლა კორუნიაში, სადაც კრიმინალური დაჯგუფება მოპარულ ნივთებს ინახავდა.