პეტრო პოროშენკო - კოალიციის კარი,

პეტრო პოროშენკო - კოალიციის კარი, "ოპოზიციური ბლოკის" გარდა, ყველასთვის ღიაა

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საპარლამენტო კოალიციის შექმნაზე კონსულტაციები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან ათი დღის განმავლობაში დამთავრდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

პეტრო პოროშენკოს განცხადებით, კოალიციური შეთანხმების ტექსტი პოტენციური კოალიციის ყველა მონაწილის მხრიდან თანხმობის შემდეგ გახდება ცნობილი. 

"საპარლამენტო კოალიციის საფუძველი პარტია "პეტრო პოროშენკოს ბლოკი" იქნება, "სახალხო ფრონტი" კი საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირების მთავარი პარტნიორი იქნება", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ. 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ "სახალხო ფრონტს" მთავარ პარტნიორად მიიჩნევს, თუმცა მისივე თქმით, კოალიციის კარი ღია იქნება ყველასთვის, გარდა "ოპოზიციური ბლოკისა". 
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არსენი იაცენიუკის პარტიამ "სახალხო ფრონტი" არჩევნებში მონაწილეთა ხმების 21,71% მიიღო, პეტრო პოროშენკოს ბლოკმა კი 21,62%.