უკრაინის ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ვადამდელ არჩევნებში არსენი იაცენუკის პარტია დაწინაურდა

უკრაინის ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ვადამდელ არჩევნებში არსენი იაცენუკის პარტია დაწინაურდა

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში არსენი იაცენუკის პარტია "სახალხო ფრონტი" 21,69%-ით დაწინაურდა. 
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 7 საათისთვის ხმების 20,15%-ია დათვლილი.

უკრაინის ცესკოს ინფორმაციით, "სახალხო ფრონტს" მცირედით ჩამორჩება ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბლოკი - 21,63%-ით, არჩევნებში მონაწილეთა ხმების 10,55% აქვს პარტია "სამოპომოჩს", ოპოზიციურ ბლოკს - 9,62%, "რადიკალურ პარტიას" - 7,64%, პარტია "ბატკივშჩინას" - 5,87%, "სვობოდას" - 4,59%, "კომუნისტურ პარტიას" - 3,90%, "ძლიერ უკრაინას" - 3,13%, "სამოქალაქო პოზიციას" - 3,12%, "მემარჯვენე სექტორს" - 1,79%. 

უკრაინული მედიის ცნობით, ეგზიტპოლის მონაცემებით, არჩევნებში პეტრო პოროშენკოს ბლოკი ლიდერობს - 23%-ით, "სახალხო ფრონტს" კი არჩევნებში მონაწილეთა 21,3%-მა დაუჭირა მხარი. 
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 52,42% შეადგინა. 

უკრაინაში ჩატარებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია 10 ნოემბერს გამოაცხადებს. 

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.