უახლოეს დღეებში შაქრო კალაშოვს ესპანეთიდან რუსეთში გადაიყვანენ

უახლოეს დღეებში შაქრო კალაშოვს ესპანეთიდან რუსეთში გადაიყვანენ

რამდენიმე დღეში, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის შაქრო კალაშოვის რუსეთში ექსტრადირება იგეგმება. ამის შესახებ "ეუროპა პრესი" იუწყება. 

კალაშოვი, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილია, როგორც "შაქრო მალადოი", რუსეთში ერთ-ერთ გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად ითვლება. ის 2000 წლიდან ესპანეთშია, სადაც რუსული მედიის ცნობით, ფულის გათეთრებით იყო დაკავებული.

"ეუროპა პრესს" აცნობეს, რომ უახლოეს დღეებში კალაშოვი მადრიდის ესტემერას ციხეს დატოვებს და მას რუსეთში გადაიყვანენ. რუსეთთან ერთად, კალაშოვის გადაცემას საქართველოც ითხოვს. 2006 წელს საქართველოს სასამართლომ კალაშოვს დაუსწრებლად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა", - წერს გამოცემა.