ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს

ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს საზოგადოებას ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" წევრებს საზოგადოებისთვის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შესახებ ინფორმაცია 25 ოქტომბერს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიაწოდა. 

"27 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზოგადოების წინაშე წარსდგება ჩვენი საქმიანობის შესახებ ორწლიანი ანგარიშით. ძალიან ბევრი სასიკეთო გვაქვს მოსაყოლი და შესაბამისად პრემიერ-მინისტრი გააკეთებს ამაზე შინაარსობრივად დატვირთულ მოხსენებას", - განაცხადა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია სასტუმრო "რედისონში" დღეს, 12:00 საათზეა დანიშნული.