რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს უკრაინის ცესკო 10 ნოემბერს გამოაცხადებს

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს უკრაინის ცესკო 10 ნოემბერს გამოაცხადებს

უკრაინაში ჩატარებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია 10 ნოემბერს გამოაცხადებს. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ, არჩევნების ოფიციალურად დასრულების შემდეგ უკრაინის ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრეი მაგერამ განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 15 დღე აქვს იმისთვის, რომ არჩევნების საბოლოო შედეგები ოფიციალურად დაასახელოს. "მოგვიწევს მოცდა 15 დღე. იმიტომ კი არა, რომ ეს ჩვენ ძალიან გვინდა, არამედ იმიტომ, რომ უკლებლივ ყველა ოლქისგან მივიღოთ ოქმები", - აღნიშნა მაგერამ.

არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე წუთში გავრცელდა ეგზიტპოლების შედეგები, რომლის მიხედვითაც "პეტრო პოროშენკოს ბლოკი" ლიდერობს. ეგზიტპოლების მიხედვით, რადაში 7 პარტია შედის.