პოროშენკო და იაცენუკი ლიდერობენ, კომუნისტები გარეთ დარჩნენ-უკრაინის ეგზიტპოლი

პოროშენკო და იაცენუკი ლიდერობენ, კომუნისტები გარეთ დარჩნენ-უკრაინის ეგზიტპოლი

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში დარსულებულია. ოფიციალური მონაცემებით ცნობილი ხდება ეგზიტპოლების, შედეგები, რომლის მიხედვითაც რადაში მხოლოდ 7 საარჩევნო სუბიექტი მოხვდა. დამოუკიდებელი უკრანის ისტორიაში პირველად ”კომუნისტებმა” საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს. ქვეყანაში 4 ეგზიტპოლი ჩატარდა, რომელთა მონაცემბში ცდომილება ფაქტობრივად არ არსებობს.

საპარლამენტო არჩევნებზე პრეზიდენტის ბლოკი 23%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე გავიდა არსენ იაცენუკის ”სახალხო ფრონტი” 21,3%. მესამსე ადგილზე- ბლოკი ”თვითდახმარება”, რომლის ლიდერიც ლვოვის მერი ანდრეი სადოვია. იური ბოიკოს ოპოზიციურმა ბლოკმა 7,6 % დააგროვა, ოლეგ ლიაშკოს რადიკალურმა პარტიამ 4,6%, ოლეგ ტიაგნიბოკის ”სვობოდამ” 6,3%. საარჩევნო ბარიერი გადალახა იულია ტიმოშენკოს ბლოკმაც. ექსპერტები აღნოიშნავენ რომ ახალი რადა პრორუსული ძალბისგან თავისუფალი იქნება, რაც ქვეყნის სწრაფვას დასავლეთისკენ და დემოკრტიისკენ ხელს შეუწყობს.