თბილისს ხვალ ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ეწვევა

თბილისს ხვალ ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ეწვევა

საქართველოში ხვალ ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის (პარლამენტის) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი დაიწყება.

პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს შეხვედრები პარლამენტში ჯერ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ გუბაზ სანიკიძესთან და ჯგუფის წევრებთან გაიმართება. შემდეგ, დელეგაციას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე მიიღებს.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილთან; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან; ენერგეტიკის მინისტრთან, ვიცე-პრემიერ კახი კალაძესთან; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძესთან.

ირანის დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიღებს.

დელეგაცია მოინახულებს თბილისის ცენტრალურ მეჩეთის, ეწვევა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, საჯარო ბიბლიოთეკაში.

ვიზიტის ფარგლებში, 31 ოქტომბერს, ირანელი სტუმრები საპარტიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან გამართავენ შეხვედრას.

დელეგაცია საქართველოს 1-ელ ნოემბერს დატოვებს.