უკრაინაში საარჩევნო უბნებზე დღეს გარდაცვალების 3 ფაქტი დაფიქსირდა

უკრაინაში საარჩევნო უბნებზე დღეს გარდაცვალების 3 ფაქტი დაფიქსირდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე დღეს გარდაცვალების 3 ფაქტი დაფიქსირდა.

"ინტერფაქს-უკრაინას" ინფორმაციით, როგორც უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვასილი ლაზორიშინეცმა განაცხადა, პირველი შემთხვევა ჩერნოვიცკის ოლქში მოხდა, სადაც 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, მეორე _ ტერნოპოლის ოლქში, გარდაიცვალა 78 წლის ამომრჩეველი, ხოლო სლავიანსკში 76 წლის მოქალაქე დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, სამივე მათგანი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ლაზორიშინეცის თქმით, ინფარქტების პრობლემა უკრაინაში საკმაოდ მწვავედ დგას, ვინაიდან ამ მიზეზით ყოველდღიურად 130-დან 150-მდე ადამიანი იღუპება.