არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს

არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ კიევში, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენთან მიმდინარეობს არჩევნები, რომელიც შესაბამება ევროპული დემოკრატიის სტანდარტებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პოროშენკოს თქმით, მან ხმა ქვეყნის მომავალს მისცა. "მე ხმა მივეცი მომავალს, ევროპული მიმართულებით განვითარებას, ხელისუფლების განახლებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვეყოლება ახალი მთავრობა, ახალი ევროპული კოალიცია და ახალი პარლამენტი. იმედი მაქვს, მე შევძლებ ძლიერი, პროევროპული, პროუკრაინული და დემოკრატიული კოალიციის ფორმირებას. დარწმუნებული ვარ, უკრაინელი ხალხი დღეს ძალიან პასუხისმგებლიან არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა პოროშენკომ.

მისივე თქმით, ის უკრაინის აღმოსავლეთში არჩევნების მიმდინარეობასაც დააკვირდა და აღნიშნა, რომ ხმები, თითქოს დონბასში საარჩევნო უბნების უმეტესობა არ გაიხსენებოდა, საკუთარი თვალით ნახა, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

უკრაინაში დღეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.