ზაკარპატიეს ოლქის საარჩევნო უბანზე ტერაქტის მცდელობა აღკვეთეს

ზაკარპატიეს ოლქის საარჩევნო უბანზე ტერაქტის მცდელობა აღკვეთეს

უკრაინაში, ზაკარპატიეს ოლქში, სამართალდამცავებმა ტერაქტის მცდელობა აღკვეთეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი იაროვოიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტერაქტის მცდელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული ქვედანაყოფის თანამშრომლებმა, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე აღკვეთეს.

"25 ოქტომბერს, ზაკარპატიეს ოლქში, ოპერატიული ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა დააკავეს ჯგუფი, რომლებიც გეგმავდნენ ტერაქტს არჩევნების მიმდინარეობის დროს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო ქმედებები, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი", - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

უკრაინაში დღეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.