საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მრევლს თბილისობა მიულოცა. ილია მეორემ დღეს საქართველო და მისი ყოველი მოქალაქე დალოცა.
სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვის შემდეგ პატრიარქმა რამდენიმე გვარი დალოცა. კერძოდ, დაილოცა ბუჩუკურების, ბეკურაშვილების, ტერაშვილების, ძნელაძეების, კუპრაშვილების, კუხალაშვილების და კუხალეიშვილების გვარი.
გარდა ამისა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების ცენტრის თანამშრომლები და მათი ხელმძღვანელი ზურაბ ზუბადალაშვილი დალოცა.