პეტრო პოროშენკო არჩევნებს თვალყურს დონბასიდან ადევნებს

პეტრო პოროშენკო არჩევნებს თვალყურს დონბასიდან ადევნებს

უკრაინის პრეზიდიდენტი პეტრო პოროშენკო დონბასში იმყოფება და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს თვალს იქიდან ადევნებს. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მეუღლემ განუცხადა, რომელიც ხმის მისაცემად კიევში, ოფიცერთა სასახლეში იმყოფებოდა.

"მეუღლე ახლა დონბასშია. იქ იმიტომ გაემგზავრა, რომ პირადად გააკონტროლოს არჩევნების მიმდინარეობა, რათა აღმოსავლეთში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა გამოხატოს საკუთარი ნება და ხმა მისცენ არჩევნებში, მათ შორის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ, გმირმა მეომრებმა, რომლებმიც ახლა მოწინავე ხაზზე იბრძვიან". - განაცხადა მარინა პოროშენკომ.