უკრაინის უმაღლესი რადას რიგგარეშე არჩევნებზე დღეს რამდენიმე ეგზიტპოლი ჩატარდება. "ინტერფაქს-უკრაინას" ცნობით, ეგზიტპოლს ჩაატარებს კონსორციუმი "ეროვნული ეგზიტპოლი-2014", რომლის შემადგენლობაში შედიან ორგანიზაციები: "დემოკრატიული ინიციატივა", კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი და ეკონომიკისა და პოლიტიკური კვლევის უკრაინული ცენრი. ინტერვიუერები 400 საარჩევნო უბანზე 17 000 რესპონდენტის გამოკითხვას გეგმავენ.
"ეროვნული ეგზიტპოლი -2014"-ის შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, კიევის დროით 20:01 საათზე ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.
გარდა ამისა, ეგზიტპოლებს ჩაატარებენ სოციალური მონიტორინგის ცენტრი და სოციალური კვლევის ინსტიტუტი. აღნიშნული ეგზიტპოლის ფარგლებში 20 000 ამომრჩეველი გამოიკითხება.
კიდევ ერთ გამოკითხვას სოციოლოგიური ჯგუფი "რეიტინგი" გეგმავს, რომლის მხარდამჭერებიც არიან კანადის მთავრობა და IღI.
გარდა ამისა, კომპანია თNშ ეგზიტპოლებს ტელეარხ "1+1"-ის დაკვეთით ჩაატარებს.