უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 4,6 მილიონი ამომრჩეველი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს. საპარლამენტო და საარჩევნო პროგრამების საზოგადოებრივი ქსელის მონაცემებით, სევასტოპოლსა და ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები მოსახლეობა - 1,8 მილიონი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
„ჩვენი მონაცემებით, დონეცკის ოლქში, ამომრჩეველთა 49% - 1,6 მილიონი ადამიანი არჩევნებში ხმას ვერმისცემს, ლუგანკის ოლქიდან კი ამომრჩეველთა 69%, - 1,2 მილიონი ადამიანი", - განაცხადა საპარლამენტო და საარჩევნო პროგრამების საზოგადოებრივი ქსელის წარმომადგენელმა.
უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დღეს იმართება.