„შიდა“ ომობანას” აგრძელებთ.. რად გინდათ ძალაუფლება, თუ არც ტერიტორიები, არც ეკონომიკა აღარ დაგრჩათ“

„შიდა“ ომობანას” აგრძელებთ.. რად გინდათ ძალაუფლება, თუ არც ტერიტორიები, არც ეკონომიკა აღარ დაგრჩათ“

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომის შესაძლო ჩაშლის ფაქტს ეხმაურება. 

“ისევე დაიწყო: პრეზიდენტმა 15 ოქტომბერს მოიწვია 28-სთვის უშიშროების საბჭო. 17 ოქტომბერს კი პრემიერმა დაასწრო და 18-ში დანიშნა ახალი "გაფართოებული კრიზის და უსაფრთხოების საბჭო" (ტერმინებს დაუკვირდით!) ეხლა ალასანია/ფანჯიკიძე მიმართავენ პრეზიდენტს, რომ გადადოს საბჭოს სხდომა. ალასანია იმიტომ, რომ თვითონ არ იქნება ადგილზე (მიემგზავრება საფრანგეთში), ფანჯიკიძე იმიტომ, რომ ...“შეიძლება არ იყოს და ... რომელ დღეს გაემგზავრება ჯერ არ იცის(!)”... და ურჩევენ პრეზიდენტს რომ “როცა ყველა იქნება” მაშინ ჩაატაროს .... რაც ალბათ ნიშნავს არასოდეს, ამათი მოგზაუროებების შემყურე....
 
ეს ახალი “არა სახელმწიფოებრივი” ეპიზოდი რამდენიმე კომენტარს იწვევს: - ჯერ ერთი იმას, რომ უკვე აშკარაა ადრე გაკეთებული განცხადების მიუხედავად, რომ პრემიერთან დაარსებული საბჭო პირდაპირ კონკურენციაში შედის კონსტუტუციით დაარსებულ უშიშორების საბჭოსთან და თუმცა იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი ორ-ორი გვაქვს და მივეჩვიეთ კიდევაც (წმიდა გიორგი, ახალწელი) ეს გაორება, ცოტა არ იყოს, უხერხული და ანტიეფექტურია, როცა ვსაუბრობთ სწორედ იმ ყველაზე ნიშვნელოვან საკითხებზე, ანუ ის, რაც ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, კრიზისებს და ტერიტორიის დაცვას.!
 
- თუ კი ეხლა მივუბრუნდებით მსჯელობის შინაარს: ორივე სხდომა - პრემიერის და პრეზიდენტის საბჭოსი - ეხებოდა შექმნილ მძიმე ვითარებას აფხაზეთ-რუსეთის ახალ ხელშეკრულების შედეგად და საქართველოს რეაქციის ჩამოყალიბებას ეძღვნებოდა ... ამ დროს ჩატარებული სხდომიდან არაფერი გაგვიგია ამ საკითხის შესახებ (ან არ იქნა განხილული ან კიდევ პრემიერის დაპირებული “სიურპრიზი",საიდუმლოდ იქცა) .... დაგეგმილ “პრეზიდენტის საბჭოს სხოდმას" კი, როგორც უკვე აშკარაა, იმპლიციტურ “ბოიკოტს“ უცხადებენ და გასაგებია, რომ თავდაცვის მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის გარეშე უშიშროების საბჭოს ჩატარება აზრს კარგავს... ესენი შიდა “ომობანას” აგრძელებენ და ამ დროს ქვეყნის პოზიციები უმნიშვნელოვან უსაფრთხოების საკითხებზე - აფხაზეთ-რუსეთი, ცხინვალის რეგიონში გამავალი გაზსადენი და მავთულხლართები, უკრაინას მიმართ პოზიციის ჩამოყალიბება, ....(ან კიდევ ებოლას კრიზისი , რომლის განხილვა საქართველოს შესაძლო საფრთხეების კუთხით ურიგო არ იქნებოდა ) - ამ ომის მსხვერპლად იქცევა.... ძალაუფლება რომ ამათ ყველას ყველაზე მეტად აინტერესებს, გასაგებია, რომ მისი შენარჩუნება მთავარ მიზნად იქცა, ესეც ნათელია.. მაგრამ რად გინდათ ძალაუფლება, ქვეყანას თქვენ ომობანას თუ გადაააყოლებთ და არც საზღვრები, არც ტერიტორიები, არც ეკონომიკა აღარ დაგრჩათ... ნეტავ მერე რას გაიყოფთ????“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.