რუსეთი უკრაინაში 26 ოქტომბრისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აღიარებს. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა განაცხადა.
"ამ არჩევნებს ვაღიარებთ, ნუ ნერვიულობთ. გვსურს, რომ უკრაინა ცივილურ კალაპოტში ჩაჯდეს და არ იყოს რუსეთისადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფო, რომელიც საკუთარი თავის უზრუნველყოფას შეძლებს", - აღნიშნა ივანოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
26 ოქტომბერს უკრაინაში უმაღლესი რადას არჩევნებია დაგეგმილი.