უკრაინაში 26 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. უკრაინული მედიის ცნობით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, წლევანდელი არჩევნებიც შერეული სისტემით ჩატარდება - დეპუტატების ერთ ნაწილს პარტიული სიით აირჩევენ, ნაწილს კი - მაჟორიტარული წესით.
"დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" კანონის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში არჩევნები არ გაიმართება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის გამო ქვეყნის უმაღლეს რადაში ნაცვლად 225 მაჟორიტარისა, სავარაუდოდ, 198 დეპუტატს აირჩევენ.
აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება დონეცკის ოლქის ცხრა და ლუგანსკის ექვს ოლქში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სულ არჩეული უნდა იქნას 450 სახალხო დეპუტატი, ამათგან 225 პარტიული სიით. არჩევნებში მონაწილეობას 29 პარტია მიიღებს.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ევროპარლამენტის 27 დამკვირვებელი დააკვირდება.