აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში 26-27ოქტომბერს თოვლია მოსალოდნელი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასები გავრცელდება, რის შედეგადაც აცივდება. დღეს კახეთსა და თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 7-9 გრადუსი იქნება.
კახეთის ზოგიერთ რაიონში ღამით მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში კი შესაძლოა ძლიერი წვიმა თოვლში გადავიდეს, რის გამოც 26 ოქტომბერს, ღამით, მაღალმთაში -4 გრადუსია მოსალოდნელი. 28 ოქტომბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი შემცირდება. 30-31 ოქტომბერს, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მცირედით მოიმატებს და 15 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები შედარებით თბილ ამინდს პროგნოზირებენ. 26 ოქტომბერს ჰაერის საშუალო ტემპერატურა 17-19 გრადუსი იქნება, თუმცა, 26 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობში ძლიერი ქარი იქროლებს. ზოგიერთ რაიონებში ქარის სიჩქარე წამში 30-32 მეტრი იქნება.
დასავლეთ საქართველოში თვის ბოლომდე თბილი ამინდები შენარჩუნდება და ჰაერის საშუალო ტემპერატურა 21 გრადუსი იქნება.