მიხეილ სააკაშვილი - ასლან აბაშიძე, ვიქტორ იანუკოვიჩი და ბიძინა ივანიშვილი გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს

მიხეილ სააკაშვილი - ასლან აბაშიძე, ვიქტორ იანუკოვიჩი და ბიძინა ივანიშვილი გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს

სამი ადამიანი მაგონებს ყველაზე მეტად ერთმანეთს, ეს არის ასლან აბაშიძე, ვიქტორ იანუკოვიჩი და ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კურიერთან" ბრიუსელიდან ჩართვის დროს განაცხადა.
 

"სამი ადამიანი მაგონებს ყველაზე მეტად ერთმანეთს ვისაც შევხვედრილვარ პოლიტიკაში - ასლან აბაშიძე, იანუკოვიჩი და ივანიშვილი გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს. სხვადასხვა ზომის არიან, სხვადასხვა გამოეხდვა აქვთ, მაგრამ გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს. თავის საქციელით, ოპონენტების მიმართ თავისი რეაგირებით გვანან ერთმანეთს. როდესაც აჭარაში შევდიოდით, ასლან აბაშიძემ დავით აღმაშენებელს შემადარა, არა კომპლიმენტსი სახით, არამედ ცუდად. იმის წარმოდგენში ის ლიპარიტ ბაღვაში იყო და მე - დავით აღმაშენებლი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, სააკაშვილმა მის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი თანამდებობიდან იმიტომ გადადგა, რომ დაპირებების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილება სურდა. 

"მეორე მიზეზი, რის გამოც ივანიშვილი პრემიერობიდან ფორმალურად გადადგა, არის ის, რომ რეპრესიების გატარება უნდოდა და არ უნდოდა ეს მას დაბრალებოდა. თვითონ ყველაფერზე ამბობს, რომ მე არაფერ შუაში ვარ, აგერ ვზივარ და აწმენდს ხელს ღარიბაშვილს და სხვა მონებს. მას ბევრად უფრო კარგად შეუძლია გამდიდრება, როდესაც არ ჰქვია პრემიერ-მინისტრი. დაბრუნდნენ ისევ ნათესავები, მაგალითად, უჩა მამაცაშვილი აკონტროლებს მადნეულის ტრანსპორტირებას, შემოსავლებს-გასავლებს, "საქართველოს რკინიგზას". აწყობილი რკინიგზის დაშლა მოახერხეს, რომელიც ეზუგბაიამ ააწყო. ეს კაცი გავაგდეთ და საქმე ჩავაბარეთ ივანიშვილის დეიდაშვილს მამაცაშვილს", - განაცხადა სააკაშვილმა. 

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მაშკევიჩის შესაძლო შემოსვლაზე და აღნიშნა, რომ რეცეპტების სისტემის შემოღება მას უკავშირდება.

"ფარმაცევტულ ბაზარზე შემოიყვანეს ეს მაშკევიჩი, რომელიც ჩვენც გვიკრავდა თვალებს და გვეუბნებოდა - ჩამომიყვანეთო და გვთავაზობდა რეცეპტების შემოტანას. რეცეპტების შემოღება მაშკევიჩისთვის გააკეთეს, ეს ვიცი როგორც საკუთარი ხელის გული. მას ივანიშვილთან ერთად ჰქონდა ბიზნესი, რომელიც შემდეგ მატვიენკომ იყიდა", - აღნიშნა სააკაშვილმა.