ივანიშვილს მიაჩნია, რომ საქართველო დააპრივატა

ივანიშვილს მიაჩნია, რომ საქართველო დააპრივატა

ბიძინა ივანიშვილმა გააუქმა საარჩევნო სისტემა, მას მიაჩნია, რომ საქართველო დააპრივატა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კურიერთან" საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ძიძგილაობა საქართველოს იმიჯზე ცუდად მოქმედებს.

"შუააზიელ ლიდერი შემხვდა ცოტა ხნის წინ და მითხრა რუსული სიტყვა "პასმესიშჩე" გახდა საქართველოო, ახლა ყველა დაგცინოთო. ერთ-ერთ თემად მოიტანა "საბავშვო თამაშები" პრეზიდენტს და პრემიერს, შუშის კოლბაში მჯდომ კანონიერ ქურდის ტიპის მმართველს შორის. რეალურად ეს ყველაფერი ჩვენ გვგონია, რომ არის პატარა ბავშვის თამაშები, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს ფასი და სანამ ესენი ერთმანეთს ეძიძგილავებიან, სახლს ხანძარი აქვს წაკიდებული. ეს სახლი რომ ჩამოინგრევა, ყველას დაენგრევა თავზე", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს სტაბილურობისთვის სჭირდება ნდობა.

"ამ პოლიტიკური გუნდის მიმართ ქართველი ხალხს ნდობა განელდა. ივანიშვილმა გააუქმა საარჩევნო სისტემა მას მიაჩნია, რომ საქართველო დააპრივატა და იქ ზის თავისთვის. ვფქირობ, რომ ისეთი სიტუაციაა, რომ კლასიკური თამაშის წესებით ვერავინ ვერაფერს გააკეთეს, ეს არის მცდელობა პროვინციული დიქტატურის დამყარების. ამ რეალობაში თითოეული პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსი ხალხს უნდა დაუდგეს გვერდით. რწმენა არის მთავარი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს უფრო მეტს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.