ოლიგარქის გუნდი საქართველოს ინტერესების დასაცავად არ მუშაობს, - აღნიშნული განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უშიშროების საბჭოს დაგეგმილ სხდომასთან დაკავშირებით გააკეთა. მისივე თქმით, მეორეხარისხოვანია დაპირისპირება პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, რადგან ეს არ არის მთავარი საკითხი.
"მთავარი ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ასეთი სერიოზული გამოწვევის დროს, იმ დროს, როცა დამსახურებული კრიტიკა შეხვდათ ამ საკითხზე, მიუხედავად ამისა, დემონსტრაციულად გვაჩვენებენ ყველას, მთელ ქართულ საზოგადოებას, რომ არ აღელვებთ ეს საკითხები, არ აღელვებთ ინსტიტუტები, არ აღელვებთ უსაფრთხოება და საკუთარ კინკლაობას აყენებენ ყველაფერზე წინ. ეს არის დიაგნოზი, ეს არის ორ წლისთავზე განაჩენი ივანიშვილის გუნდის, რომ თითოეული დღე ამ ხელისუფლების ჩვენს ქვეყანას უქმნის დამატებით საფრთხეებს", - აღნიშნა ბოკერიამ.
მისივე თქმით, "ოლიგარქის გუნდი საქართველოს ინტერესების დასაცავად არ მუშაობს" და მათი ინიციატივები მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როცა ზიანი მოაქვთ ქვეყნისთვის.
28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.