“Backstreet Boys” ბრუნდება

“Backstreet Boys” ბრუნდება

ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილი ჯგუფის “Backstreet Boys” წევრები ერთად შეკრებას და აქტიური მუსიკალური კარიერის გაგრძელებას აპირებენ. მომავალ წელს “Backstreet Boys”  მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრება, ამის გარდა ახალი ალბომის გამოშვებაც აქვთ დაგეგმილი.

 

ჯგუფის ბოლო სტუდიური ჩანაწერი “This Is Us” 2009 წლით არის დათარიღებული.

 

ამერიკული ჯგუფი “Backstreet Boys” 1993 წლის 20 აპრილს ქალაქ ორლანდოში ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიან ნიკ კარტერი, ეი ჯეი მაკლინი, ჰოუი დოროუ და ბრაიან ლიტრელი.

 

მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჯგუფს 9 ალბომი აქვს გამოშვებული. საინტერესოა, რომ პირველი შვიდი გამოცემისთანავე აშშ-ის ჰიტ-პარადების პირველ ათეულში ხვდებოდა. ჯგუფს დღემდე 130 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.