ამერიკული მუსიკალური მას-მედიის მტკიცებით, მომავალი წლის მარტში ხმის ჩამწერი სტუდია “Sony Music” ცნობილი მომღერალი ჯენის ჯოპლინის ალბომს გამოუშვებს.
ამ დისკის სახელწოდებაა “Live at The Carousel Ballroom 1968”. ამ ალბომში 14 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. მათ შორის “Combination Of The Two”, Piece Of My Heart” და “Light Is Faster Than Sound”.
ალბომთან ერთად ჯოპლინის თაყვანისმცემლები მიიღებენ სპეციალურ ბუკლეტსაც, სადაც მომღერლის დღემდე უცნობი ფოტოსურათები იქნება განთავსებული.
ჯენის ჯოპლინმა პოპულარობა წინა საუკუნის 60-იანი წლების დასასრულს მოიპოვა. ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ სამი სტუდიური ჩანაწერის გამოცემა მოასწრო.
ჯენის ჯოპლინი ჯგუფებში “Big Brother & The Holding Company”, “The Kozmic Blues Band” და “The Full Tilt Boogie Band” გამოდიოდა. ჩატარებული აქვს რამდენიმე სოლო კონცერტი.
მომღერალი 1970 წლის 4 ოქტომბერს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.