ბრაიან ადამსის ახალი კომპოზიცია

ბრაიან ადამსის ახალი კომპოზიცია

ამერიკული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილმა კანადელმა მომღერალმა და გიტარისტმა ბრაიან ადამსმა ახალი კომპოზიცია ჩაწერა. ეს ნამუშევარი დუეტ “Loverush UK”-თან ერთად მომზადდა. ამ კომპოზიციის სახელწოდებაა “Tonight in Babylon".

 

რამდენიმე თვის წინ ბრაიანს დუეტის წევრები დაუკავშირდნენ და ერთობლივად მუშაობა შესთავაზეს. მომღერალს იდეა მოეწონა. მუსიკოსებმა ერთმანეთს ამ კომპოზიციის სხვადასხვა ვარიანტები გაუგზავნეს. ბოლოს ერთ მათგანზე შეჩერდნენ. ამ სიმღერის გამოცემის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

 

დუეტი “Loverush UK” შედგება დიჯეი მარკ შნაიდერისა და მუსიკოსი კინკ როლანდისაგან. ის 2005 წელს დაარსდა.

 

ჯგუფი არსებობის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან როგორებიც არიან პოლ ოკენფოლდი, არმინ ვან ბიურენი და პოლ ვან დაიკი.