ამერიკულმა როკ ჯგუფმა “Shins” ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა. მისი სახელწოდებაა “Part Of Morrow” და გაყიდვაში მომავალი წლის მარტში გამოვა.
ამ სტუდიურ ჩანაწერს კომპანია “Columbia” გამოსცემს. საინტერესოა რომ ჯგუფი 2008 წლამდე ხმის ჩამწერ სტუდია “Sub Pop”-თან თანამშრომლობდა. სამი წლის წინ მუსიკოსებს ამ ფირმის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდათ.
ახალ ალბომში ათი კომპოზიციაა წარმოდგენილი. დისკის ჩაწერა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ქალაქ ლოს-ანჯელესში მიმდინარეობდა. მის მომზადებაში მონაწილეობდა პროდიუსერი გრეგ კურსტინი. ალბომის გარეკანი კი მხატვარ იაკობ ესკობედს ეკუთვნის.
ჯგუფი “Shins”-ის წინა სტუდიური ნაშრომი “Wincing the Night Away” 2007 წლის იანვარში გამოიცა.